ლიზი ფეიქრიშვილი


 ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი" პირველად როცა ხელში ავიღე, მეგონა, მოსაწყენი იქნებოდა, ძალიან ბავშვურ ან უინტერესო წიგნად წარმომედგინა, მაგრამ კითხვის დაწყების შემდეგ ეს განწყობა რადიკალურად შემეცვალა.

დიანა ანფიმიადის ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი" მოგვითხრობს ოჯახურ ურთიერთობებზე, ენის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. სათაური, ჩემი აზრით, თავად წიგნის შინაარსიდან მომდინარეობს. მწერალმა წარმოგვიდგინა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ენისა და სიტყვების დავიწყება, რაც ხშირად გამოწვეულია ბარბარიზმების გამოყენებით, უყურადღებობით.

წიგნის მთავარი პერსონაჟი არის გიო, რომელსაც უყვარს წიგნების კითხვა, ეს დასაწყისშივე ჩანს. ყველაზე მეტად მომეწონა ის, თუ როგორ უხსნიდა თავის მეგობარ სერაფიტას ფერებს სურნელის და გრძნობის მიხედვით, რაც მის გულკეთილობასა და სულგრძელობაზე მიგვითითებს, არ მომეწონა, მოკლე წერილებს რომ სწერდა მამას.

,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი" არის საოცარი წიგნი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს, ყველა იპოვის თავისას, ეს კი მას უფრო გასაოცარს და საინტერესოს ხდის.

 ყველაზე მეტად რაც ამ წიგნში მომეწონა, იყო მწერლის კითხვები მკითხველის მიმართ.

,,იმ უსახელო ენაში ზუსტად ასეთი იყო სიტყვა ,,ლამაზი" და ეს სიტყვა მხოლოდ გოგონას თვალებსა და თმას არ აღნიშნავდა" - ამ სიტყვებმა ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანის სილამაზე მხოლოდ გარეგნული არ არის.

,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი" თავგადასავლებით სავსე წიგნია და ძალიან ჰგავს ცხოვრებას.





No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...