მარიამ დონჯაშვილი


 ,,ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შენ ხარ" - ამ სიტყვებით იწყება ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი, რომლის ავტორიც დიანა ანფიმიადია. ალბათ, უკვე გაგიჩნდათ კითხვები. რას ნიშნავს ეს? რა მოხდება?  როგორ განვითარდება მოვლენები?  

 წიგნი ძალიან ბევრ თემას შეხება, მაგალითად:

ენის როლი ადამიანის ცხოვრებაში;

ოჯახური ურთიერთობები;

მეგობრობა;

•       საკუთარი თავის ძიება;

•.      მოგზაურობის მნიშვნელობა;

სათაური ,,დაკარგული წიგნების ლექსიკონი" კარგად ასახავს მწერლის სათქმელს. ჩემი აზრით, ეს სათაური შერჩეულია წიგნის მთავარი შინაარსისა და იქ მომხდარი მოვლენების გამო.

ეს წიგნი ერთი შეხედვით სათაგადასავლოა, მაგრამ მასში ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი, დღესაც ვხედავთ, რამდენი ენა ქრება და როგორ. ქართულიც შეიძლება ჯერ არ არის ძალიან დავიწყებული და უცხოური სიტყვებით სავსე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება უფრო გართულდეს სიტუაცია და დაივიწყოს ბევრმა ჩვენი ენა, ამიტომ გამოეხმაურა მწერალი ამ თემას.

ვიცით, რომ ხალხი შიმშილობს ან იჭირვებს ბევრ რამეს. წიგნი ამაზეც მიანიშნებს მკითხველს.

,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონის" მთავარი პერსონაჟი არის გიო. იგი,  ასე ვთქვათ, მკითხველის თვალების როლს ასრულებს. მისი საშუალებით მწერალმა გვაჩვენა ბევრი პრობლემა, ამ პრობლემების მოგვარების გზაც, მეგობრობის ძალა, ოჯახის მნიშვნელობა და სხვა. 

მთავარი პერსონაჟის მამა წიგნის ძალიან მნიშვნელოვანი გმირია , მის გამო მოგზაურობს გიო. მამა თითქოს კომპასია, იგი აჩვენებს თავის შვილს გზას ხალხის მწუხარების დასანახად.

კითხვისას რამდენიმე ფრაზა გამოვარჩიე: ,,დავიწყების ავადყოფობამ, რომელიც ჯერ სულ მარტივად რამდენიმე სიტყვით შეგვეყარა, მერე კი ყველა სიტყვა შეგვიცვალა, დაგვავიწყა ენა, რომელზეც ვლაპარაკობდით, მერე ქვეყანა დაგვავიწყდა, სადაც ვცხოვრობდით, ბოლოს კი საკუთარი თავი." - ეს სიტყვები ენის დავიწყებასა და გაქრობაზეა, თითქოს ჩვენც შეგვახსენებს, რა უნდა მოვიმოქმედოთ.

,,ადამიანებს ფერადი სმენა აქვთ, შეუძლიათ ყველაფერი დაინახონ, იგრძნონ, წარმოიდგინონ, მაგრამ მაინც კარგი ახსნაა საჭირო" - ჩემი აზრით, ეს წინადადება კარგად გამოხატავს სიტყვების ძალას, მრავალფეროვნებას, საჭიროებას.

მინდა მოგზაურობაზეც ვისაუბრომამის ძიების დროს გიორგიმ საკუთარი თავი უკეთ გაიცნო, ბევრი რამეც ნახა, გემით მგზავრობისას მისმა ქცევამ ხალხი გაახარა, მათი მადლიერებაც დავინახეთ. ამ მოგზაურობამ ბევრი რამ აღმოაჩენინა წიგნის მთავარ პერსონაჟს, ცხოვრებაშიც ასეა.

,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონის"  წაკითხვას ყველას ვურჩევ. წაკითხვა ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეუძლია, მაგრამ მთავარია, ვინც ამას გადაწყვეტს, გაიაზროს.

მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი. ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონმა იმაზე დამაფიქრა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ დავკარგოთ სიტყვები, ენა და შემდეგ საკუთარი თავები.





No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...