ანა ადუაშვილი

 


 

 ეს წიგნი ჩემთვის მაგალითად იქცა. ამ წიგნმა მიმახვედრა, რომ  შემიძლია დაკარგული სიტყვების გადარჩენა, შემიძლია, რომ ისინი დაკარგული სიტყვების ლექსიკონში არ მოვახვედრო.

ძალიან მომეწონა დასაწყისი: ,,სანამ წიგნის მთავარ ნაწილზე გადახვალ, საიდუმლო უნდა გაგიმხილო. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შენ ხარ." - მართლაც ასე მოხდა, არაერთხელ ვიპოვე საკუთარი თავი ტექსტში, თითქოს ის ჩემზეა.

 
ეს წიგნი არის მონატრებაზე, ცხოვრებაზე, ბიჭზე, რომელსაც ენატრება მამა და ცდილობ მის პოვნას. ის შეიძლება ნებისმიერი ბავშვისთვის გახდეს იმის მაგალითი, რომ საკუთარ ოცნებასა და სურვილზე უარი არ უნდა თქვას.

 ჩემთვის საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა გიორგის პაპა, რომელიც იყო ბუკინისტი. მან ძალი კარგად იცოდა, რომელი ბავშვისთვის წიგნი ერჩია. მოხუცს როდესაც სციოდა, არც მაშინ უფიქრია რომელიმე წიგნის გაწირვა, მისმა ქცევამ დამაფიქრა იმაზე, თუ წიგნის წერას რამდენი დრო ჭირდება და ჩვენ მას უდიერად არ უნდა მოვექცეთ!!

წიგნში მოთხრობილია გიორგის და სერაფიტას მეგობრობის შესახებ, როგორ უხსნის ბიჭი თავის მეგობარს ფერებს მისთვის გასაგებად ენაზე. ის ყველა ფერს სიღრმისეულად განუმარტავს. იცოდით, რომ ფერადი სმენა არსებობს? ,,იმ დღეს გიორგი მიხვდა, რომ ადამიანებს ფერადი სმენა აქვთ, შეუძლიათ ყველაფერი დაინახონ, იგრძნონ, წარმოიდგინონ, მაგრამ მაინც კარგი ახსნაა საჭირო. იმ დღიდან მისი მთავარი მიზანი გახდა, რომ როგორმე, სიტყვების საშუალებით მოეხერხებინა მის მეგობარს ყველაფერი დაენახა, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურმა დაავადებამ დაბადებისთანავე გაუქრო სამყაროს ხილვის საშუალება".


 ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფრაზა იყო: ,,არ არსებობს სიტყვარომელსაც მეგობრობის ენაზე ვერ თარგმნი".  ეს ფრაზა იმიტომ გამოვარჩიე, რომ მეც მჯერა ამის და მსიამოვნებს მისი წაკითხვა ყოველ ჯერზე.


    ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ძალი საინტერესო და დამაფიქრებელი წიგნია. მთავარი გმირი ყველანაირად ცდილობს ოცნების ასრულებას და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მეც მინდა, რომ არ  ვთქვა ჩემს ოცნებებზე უარი, თუ მათი ახდენა შემიძლია...


No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...