გიორგი გოთონელია


წიგნში აღწერილია ბიჭის, სახელად გიორგის, თავგადასავალი, რომელმაც დაკარგულ სიტყვების ლექსიკონში იმოგზაურა და გაუჩინარებული მამის საძებნელად წავიდა. წიგნის სათაურიც მიანიშნებს მომხდარი ამბის შესახებ.

 

 წიგნის ავტორი დიანა ანფიმიადი, რომელიც განიხილავს რამდენიმე თემას. კითხულობ წიგნს და ფიქრობ მეგობრობაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე.

 

 ავტორმა ამ წიგნში წარმოაჩინა ენის პრობლემა, ის, თუ როგორ  იკარგება სიტყვები. ეს ხომ  21- საუკუნის პრობლემაცაა. ჩვენს საუბარში ჩნდება ბარბარიზმები. ჩემი აზრით, ავტორმა ამ პრობლემის გადაჭრის გზაზეც მიგვანიშნა, რადგან ეს გზაც არსებობს…. აი, მაგალითად, გადაჭრის გზა მივიჩნევ იმასაც, რომ ყველამ ვწეროთ და ვისაუბროთ ქართულად.

 

 ფრაზა, რომელმაც  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რომელიც მომეწონა, იყო: ,,დავიწყების  ავადმყოფობამ, რომელიც ჯერ სულ მარტივად,რამდენიმე სიტყვით შეგვყარამერე კი ყველა სიტყვა შეგვიცვალა, დაგვავწყა ენა, რომელზეც ვლაპარაკობდით, მერე ქვეყანა დაგვავიწყა, სადა ვცხოვრობდით, ბოლოს კი საკუთარი თავი. ჩემი აზრით, აქ საქართველოზეა ლაპარაკი, სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრს დავიწყების ავადმყოფობა ჭირს.  

 

 

   ძალიან მომეწონა გიორგის ბაბუაწიგნში გადმოცემული ამბებით შემიძლია წარმოვიგინო ბიჭის და ბაბუის  ურთიერთობა, ისიც,  თუ როგორი კეთილი, ალალი და თბილი თვალებით უყურებდა ბიჭს.

 

ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი აღმოჩნდა, როდესაც ხე ბიჭს გამოელაპარაკა, მეგონა, გიოს ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი, მაგრამ არ მოველოდი იმას, რომ ავტორი ამდენ საფიქრალს, კითხვებს დაგვიტოვებდა ჩვენ, მკითხველს. ჩემი აზრით,  მწერალმა ეს განზრახ გააკეთა, რათა ამ კითხვების პასუხი ჩვენ თავადვე ვეძებოთ. რაც შეეხება ისეთ მომენტს, რომელიც არ მომეწონა, ასეთი ძირითადად არაფერი ყოფილა, მაგრამ გული დამწყდა იმაზე, რომ ,,დაკარგულ სიტყვათა ტყეშიბიჭი გალაკტიონის სახლში არ შესულა.

 

 

,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი ძალიან მომეწონა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, წაკითხულმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ ვიყენებდი წარსულში სიტყვებს და როგორ გამოვიყენებ მომავალში ახლა იმ ყველაფერს, რაც წავიკითხე.



No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...