ელენე მელაძე



,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ეკუთვნის ცნობილ ქართველ მწერალს - დიანა ანფიმიადის. ეს  წიგნი საბავშვოა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველა ასაკის ადამიანი იპოვის მასში რამეს საინტერესოს, რადგან ავტორი განიხილავს ბევრ თემას, ერთი მხრივ, გვესაუბრება ენაზე, მის მნიშვნელობაზე, მის სიცოცხლისუნარიანობაზე,  მკვდარ ენებზე, მეორე მხრივ კი გვაცნობს სხვადასხვა სიტუაციას, ვაკვირდებით მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებს და ეს არის ძალიან საინტერესო.

,,არ ასებობს სიტყვა, რომელსაც მეგობრობის ენაზე ვერ თარგმნი"; „ზოგჯერ ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე, ნამდვილი მეგობარი აღმოაჩინე" და კიდევ ბევრი სუნთქვის შემკვრელი  ფრაზა შემხვდა ამ წიგნში. ვეცნობოდი გიორგის თავგადასავალს, უამრავი კითხვა მიჩნდებოდა და პასუხებს  იქვე ვპოულობდი. თუმცა ერთი კითხვა არ მასვენებს: გაგრძელება იქნება? ძალიან მაინტერესებს, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი.

წიგნის სათაური - ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი", ნამდვილად აღწევს მიზანს. მე დამაფიქრა ენაზე, თითქოს შემიცვალა დამოკიდებულება თითოეული სიტყვისადმი, რომელსაც აქამდე შეიძლება უფეროდ, შეგრძნების გარეშე ვიყენებდი.

ყველაზე დიდი პრობლემა ენის კვდომაა და დიდი მიზანი მისი  გადარჩენაა,  ამისთვის კი საჭიროა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას. შეუძლებელია, ეს წიგნი წაიკითხო და ამას არ მიხვდე. 

ყველაზე გამორჩეული ჩემთვის მაინც წიგნის მთავარი გმირი გიო აღმოჩნდა. მისი მიზანია იპოვოს დაკარგული მამა. იგი მზადაა,  ნებისმიერი სირთულე დაძლიოს და ეს ჩემთვის მისაბაძა. გიოს მამამ თავისი ცხოვრების უდიდეს კითხვას გასცა პასუხი. 

No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...